გამოფენები

პროპაგანდას, როგორც თანამედროვე (ვიზუალური) ხელოვნების განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაციის ერთ-ერთ წამყვანი პროგრამა არის „გამოფენები“.

 

პროგრამაში ერთიანდება, როგორც მცირე- და საშუალო-, ისე ფართომასშტაბიანი საგამოფენო პროექტები.

 

ქვე-პროგრამა „კოლაბორაცია“ მოიცავს პროექტებს, რომლებიც განვითარდა პროპაგანდასა და დამოუკიდებელი ხელოვანის/კურატორის და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით.

 

ამასთან, პროპაგანდას საგამოფენო პორტფოლიო მოიცავს პროექტებს, რომლებიც განხორციელდა „მხარდაჭერის პროგრამის“ (ღია კონკურსი / პირდაპირი მხარდაჭერა)  ფარგლებში.

 

2018 წლის 17-20 მაისს Stamba D Block-ის სივრცეებში პროპაგანდამ წარმოადგინა გამოფენა Oxygen, რომელიც 35-მდე მონაწილეს (დამოუკიდებელი ხელოვანები, კოლექტივები და ინსტიტუციები) აერთიანებდა. Oxygen-ის 2019 წლის გამოშვება გაიმართება 16-26 მაისს, ტრადიციულად, Stamba D Block-ის სივრცეებში.

 

info@propaganda.network

 

ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია, პროგრამის – “გამოფენები“ – პროექტების შესახებ: