კვლევა და განათლება

პროპაგანდა საზღვრავს მიზნებს და შესაბამის ამოცანებს კვლევებსა და კონტექსტის ანალიზზე დაფუძნებით. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული უშუალოდ დარგობრივი კვლევისა და განათლების პროცესში.

 

პროპაგანდას დამფუძნებელმა საინიციატივო ჯგუფმა, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო „თანამედროვე ხელოვნების ონლაინ არქივის“ პროექტზე მუშაობა, რომელმაც სისტემური სახე 2017 წელს მიიღო და იმავე წელს გაეშვა ინტერნეტსივრცეში.

 

აღნიშნული მდგომარეობით, „თანამედროვე ხელოვნების არქივი“ აერთიანებს 106 ხელოვანის პორტფოლიოს, ტელევიზია Artarea 2.0.-თან თანამშრომლობით შექმნილ 12 ვიდეოინტერვიუს, 1970-იანი წლების კრიტიკულ მონოგრაფიას და 4 პირის კერძო არქივს. პლატფორმა არის მულტიმედიური და ორენოვანი (ENG/GEO).

 

საგანმანათლებლო სივრცის საჭიროებეიდან გამომდინარე, ააიპ პროპაგანდა ახორციელებს პროექტს „ექსტერნი“. პროექტი ითვალისწინებს განათლების საერთაშორისოდ აპრობირებული ფორმატის – კოლექტიური კითხვის წრის მეთოდის დანერგვას. პროექტის საპილოტე ვერსია განხორციელდა 2018 წელს და მოიცავდა ორ კურსს: „კრიტიკულ თეორიას“ და „თანამედროვე ხელოვნების ანალიზს“.

 

პროპაგანდა ონლაინპლატფორმის საშუალებით წარმოადგენს ბლოგის გვერდს, რომელიც ყვება ამბებს ხელოვნების და ზოგადად, კულტურის შესახებ. ორენოვანი პლატფორმის მიზანია უნიკალური ინფორმაციის – ისტორიებისა და ვიზუალური მასალების – წარმოდგენა ვიზუალურ ხელოვნებაზე, მუსიკაზე, კინოზე, თეატრზე, ლიტერატურასა და ხელოვნების სხვა დარგებსა თუ კულტურის სფეროებზე; ამასთან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებზე, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. პლატფორმა არის მულტიმედიური და ორენოვანი (ENG/GEO).