Date 06 Jun, 2020
Project Type გამოფენები

მშვიდობის კათედრალის პროექტი; ავტორი: დორუს დანილსი

6 ივნისს „მშვიდობის კათედრალში“ გაიმართა მხატვრული ინსტალაციის პრეზენტაცია.

პროექტი განვითარდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის, ბელგიელი ხელოვანის, დორუს დანილსის და Propaganda.network-ის თანამშრომლობის ფარგლებში და მოიცავს კათედრალის ფასადზე ნეონის მუდმივმოქმედ მონუმენტურ კომპოზიციას.

პოსტმოდერნული ხელოვნებისთვის უცხო არ არის, როდესაც ხელოვანები რელიგიურ, კერძოდ ქრისტიანულ იკონოგრაფიას მიმართავენ თავიანთ შემოქმედებაში. საქართველოში აღნიშნული მიდგომა გვიან საბჭოთა პერიოდში ჯერ ავტორიტარული რეჟიმის, შემდგომ, პოსტ-საბჭოთა პერიოდში - ულტრა-ნაციონალისტური და პატრიარქალური იდეოლოგიის საპასუხოდ გამოიყენებოდა და გამოიყენება.

დორუს დანილსის ნამუშევარი საზოგადოებას ალტერნატიულ, „მესამე“ მიდგომას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ის ე.წ. „ეკლესიის მხატვრის“ ტრადიციას აცოცხლებს და საკუთარ შემოქმედებაში ავითარებს როგორც თეოლოგიური, ისე პროფანული მნიშვნელობის იდეებს.

ნამუშევრის აანთეს რუსუდან გოცირიძემ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქართლის ეპისკოპოსმა, ოქტაი ქაზუმოვმა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უზენაესი სამმართველოს შეიხის თანაშემწემ და თინათინ ასათიანმა, Propaganda.network-ის დირექტორმა.

ნამუშევრის ნახვა საზოგადოებას შეუძლია ღვთისმსახურების ყოველ საღამოს, 19:00-20:00 სთ. (6 სპირიდონ კედიას ქუჩა).

დორუს დანილსი არის სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda-ს რეზიდენტი.

მედიასიუჟეტები:

ArtareaTV/2.0

Movement TV 

Mtavari TV