„მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროპაგანდა ოპერირებს ორი გზით:
„ღია კონკურსის“ ფარგლებში, შესაბამისი განაცხადის და დედლაინის დაცვით, ხელოვნების პროფესიონალებს აქვთ საშუალება წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი პროპაგანდასგან ფინანსური და/ან სხვა სახის მხარდაჭერის მიღების მიზნით, კონკრეტული დედლაინის გათვალისწინებით.
„პირდაპირი მხარდაჭერის“ ფარგლებში პროპაგანდა განიხილავს წარმოდგენილ პროექტებს, რომლებიც, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოდიან „ღია კონკურსის“ ქვე-პროგრამასთან შესაბამისობაში, ფინანსური და/ან სხვა სახის მხარდაჭერის მიზნით.
„მხარდაჭერის პროგრამა“ დროებით შეჩერებულია. ამოქმედებისთანავე, აღნიშნულ გვერდზე განთავსდება მორიგი ღია კონკურსის განაცხადი და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა.
ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია, „მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ: