Date 14 სექ, 2018
Project Type კონკურსები

 

პროპაგანდა აცხადებს სახელოსნოს პროექტის მორიგ ღია კონკურსს.

სახელოსნოს პროექტი ორთვიანია და არტისტებს/კურატორებს სთავაზობს ამ პერიოდში განხორციელებული პროექტის პროდუქციის ხარჯების ანაზღაურებას. გარდა ამისა, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, არტისტებს ექნებათ შეუზღუდავი წვდომა პროპაგანდას სივრცეში განთავსებულ სილკოგრაფიისა და ნეონის დანადგარებზე.

ამ ეტაპზე, სახელოსნოს ღია კონკურსის პრიორიტეტი სოციალურად აქტუალური კონცეფციებია (თუმცა, განიხილება სხვა პროექტებიც).

კონკურსი მოიცავს 2 ეტაპს:
პირველი ეტაპი: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, არტისტებმა/კურატორებმა უნდა მოგვაწოდონ პორტფოლიო და იმ პროექტის აღწერილობა, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ პროპაგანდას სახელოსნოში მუშაობის პერიოდში.
მეორე ეტაპი: შერჩეულ არტისტებთან გასაუბრების შედეგად, აირჩევა ერთი ან რამდენიმე პროექტი.

სახელოსნოში მუშაობის დასრულების შემდეგ, მოეწყობა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია/გამოფენა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც არტისტებს და კურატორებს ინდივიდუალურად, ასევე არტისტებისა და კურატორების ჯგუფსაც.

* ვინაიდან სახელოსნოს პროექტი ხორციელდება პროპაგანდას თანამედროვე ქართული ხელოვნების კვლევისა და არქივის შექმნის პარალელურად, სახელოსნოში მუშაობის დასრულების შემდეგ, პროპაგანდას ფიზიკურ არქივში უნდა დარჩეს ყველა მონაწილე არტისტის ერთი ნამუშევარი მაინც. ნამუშევრის შერჩევა მოხდება მოლაპარაკების შედეგად.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

* არტისტის/კურატორის პორტფოლიო
* პროექტის აღწერა (კონცეფცია, მოკლე აღწერა, განხორციელებისთვის საჭირო მასალა, განხორციელებისთვის საჭირო დრო, ბიუჯეტი)

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული მონაწილეები:

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *