Date 03 Aug, 2020
Project Type კონკურსები

“აღმაშენებლის 38”

 

7 აპრილს “პროპაგანდამ” შემოქმედებითი აქტივობის მხარდამჭერი ღია კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანიც მიმდინარე ეპიდაფეთქების შედეგად შესაძლო შენელებული შემოქმედებითი პროცესების გამოცოცხლება იყო. პროექტებში პრიორიტეტი ციფრულ ნამუშევრებს ან/და ონლაინ რეჟიმში რეპრეზენტირებად ნებისმიერ მედიუმს ენიჭებოდა.

 

კონკურსში კინოხელოვანის ივა ჩიტიძის პროექტმა გაიმარჯვა. ვიდეო სათაურით “აღმაშენებლის 38”, თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანს 10 წლის განმავლობაში აკვირდება. ქუჩის მაცხოვრებლების, ურბანული ორგანიზაციის და არქიტექტურის ცვალებადობა განვითარებადი ქვეყნის ისტორიაზე სხვადასხვა კუთხიდან ყვება.