Date 28 May, 2020
Project Type კონკურსები

“აღმაშენებლის 38” / ხელოვანთა მხარდაჭერის კონკურსის გამარჯვებული პროექტი; ავტორი: ივლიანე ჩიტიძე

7 აპრილს ``პროპაგანდამ`` შემოქმედებითი აქტივობის მხარდამჭერი ღია კონკურსსი გამოაცხადა, რომლის მიზანიც მიმდინარე ეპიდაფეთქების შედეგად შესაძლო შენელებული შემოქმედებითი პროცესების გამოცოცხლება იყო. პროექტებში პრიორიტეტი ციფრულ ნამუშევრებს ან/და ონლაინ რეჟიმში რეპრეზენტირებად ნებისმიერ მედიუმს ენიჭებოდა.

კონკურსში კინოხელოვანის ივა ჩიტიძის პროექტმა გაიმარჯვა. ვიდეო სამუშაო სათაურით ``აღმაშენებლის 38`` თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანს 10 წლის განმავლობაში აკვირდება. ქუჩის მაცხოვრებლების, ურბანული ორგანიზაციის და არქიტექტურის ცვალებადობა განვითარებადი ქვეყნის ისტორიას სხვადასხვა კუთხიდან ყვება.

პროექტი კონკურსის მიზნებთან შესაბამისობაში მისი ფოკუსირებული მზერის, მედიტაციური ბუნებისა და საერთო სივრცეზე დაფიქრების წყალობით მოვიდა. თვალ-ყური ადევნეთ პროექტის განვითარების დეტალებსა და ფინალურ ეტაპებს პროპაგანდას ფეისბუქის გვერდსა და ვებ-გვერდზე. წარმატებებს ვუსურვებთ ივას.