Date 24 Jul, 2018
Project Type პირდაპირი

ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა

'აპოლო' ერთადერთი კინოთეატრია ბათუმში, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ცნობილ მოვლენებს გადაურჩა და რესტავრაციის შემდეგ ფუნქციონირება განაგრძო.
'ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა' ბათუმში გადაღებული ფილმების პერმანენტული ექსპოზიციაა კინოთეატრის სივრცეში.

თითქმის 100 წლის განმავლობაში ბათუმში ასზე მეტი მხატვრული ფილმია გადაღებული. 'წითელი ეშმაკუნები', 1923, 'ამოკი', 1927, 'კრაზანა' 1928... ბევრი მათგანის გარეშე წარმოუდგენელია ქართული კინოს ისტორია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის და შემდგომი წლების ისტორიული კინოქრონიკები: 'ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის', '1920 წლის 26 მაისი', 'მეორე ინტერნაციონალის სტუმრობა','ქართული ჯარის შესვლა ბათუმში', 'აჭარელ და თურქ ქალთა I ყრილობა. 1929', ქალების მიერ თავსაფრების დემონსტრატიული დაწვის ისტორიული კადრებით, 'ინგლისის ჯარები საქართველოში' და სხვ.

'ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა' - ეს არის სივრცე კინოს მოყვარულების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის. ადგილი შეხვედრების, ურთიერთგაცვლის, ჩვენებების, ლექციების და მასტერ-კლასებისთვის, სადაც ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ბათუმის საინტერესო და მდიდარ კინემატოგრაფიულ ისტორიას.

პროგრამა
'ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა'
კვირა, 17 ივნისი

საუბრები თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
16:00 – 18:00
ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქ. 1/5

მარიამ ნატროშვილი, მხატვარი, მკვლევარი - 'ექსპერიმენტული და არაფორმალური მუზეუმები'
თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე - 'ქართული კინოს დასაწყისი. კინოპროცესების კვალდაკვალ'
ნანა ყიფიანი, ხელოვნებათმცოდნე - 'ავანგარდის ბათუმური ეპიზოდები'

ექსპოზიციის გახსნა
20:00
კინოთეატრი 'აპოლო'
ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის 17.

პროქტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის და Propaganda.network, თბილისის, ფინანსური მხარდამჭერით.

'ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა' განსაკუთრებულ მადლობას უხდის:
ქ. ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეს
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს
მარკეტინგული მომსახურების კომპანიას, shindi.ge
ოლიკო ჟღენტს
ნინო ძანძავას
შოთა გუჯაბიძეს
ინგა ხალვაშს
გიორგი ქათამაძეს
ლაშა გურულს

პროექტის ორგანიზატორები: მაგდა გურული, ლევან ხუჯაძე

ფოტო:
კრაზანა
1928
მუნჯი, 78 წთ.
სს 'სახკინმრეწვი'
პირველი ჩვენება - 25.12.1928
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სცენარი: კოტე მარჯანიშვილი, ვიქტორ შკლოვსკი
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
როლებში: ნატო ვაჩნაძე, ილიკო მერაბიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ელიაზარ იმერელი ვიქტორ ჭანკვეტაძე.