Date 05 მარ, 2019
Project Type გამოფენები

 

თბილისის არქიტექტურის ბიენალე

 

2018 წლის 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე, თბილისში, გლდანის რაიონში თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე გაიმართა. ღონისძიება მთლიანად მთავარი თემის გარშემო კონცენტრირებული: “მხოლოდ შენობები არ კმარა”, რომელიც საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანულ და სოციალურ სივრცეების კვლევას ეხებოდა.

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიზანია, სიღრმისეულად გაიაზროს პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა და გამოიკვლიოს, თუ როგორ მიმდინარეობს ამ ცვლილებების ასახვა ურბანულ გარემოზე, მათ მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.

ბიენალეს პროგრამა შედგებოდა როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში გამართული აქტივობებისგან, მათ შორის: გამოფენები, სიმპოზიუმი, საჯარო ლექციები, გლდანის ტურები გიდის თანხლებით, ჩვენებები, პერფორმანსები, ურბანული და არქიტექტურული ინსტალაციები.

თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან თანამშრომლობის შედეგად, პროპაგანდამ ხელი შეუწყო ხუთი ნამუშევრის განხორციელებას. ამ ნამუშევრებიდან ნაწილი არქიტექტურის ბიენალეს, ნაწილი კი პროპაგანდას ინიცირებული იყო.

დეტალურად პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: დეტალურად არქიტექტურის ბიენალეს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებ-გვერდზე: Biennial.ge

ბაბაუ ბიურო – მავზოლეუმი
იოანა ზაბიელსკა – საერთო ოთახი
რეიჯირო ვადა – ალისფერი ფანჯარა
ნიკა ქუთათელაძე – რომ დავიცვა სახლი სანამ შორს ვარ
ლადო ლომიტაშვილი – Water and everything resistant”

 

[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]

 

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *