ბაბაუ ბიურო მავზოლეუმი

Babau Bureau არის არქიტექტურისა და ლანდშაფტის დიზაინის ოფისი, რომელიც ვენეციაში დააარსეს მარკო ბალარინიმ, სტეფანო ტორნიერიმ და მასსიმო ტრიშიმ. ჯგუფის მუშაობის პრინციპი ეფუძნება თანმიმდევრულ, ადგილისათვის სპეციფიკურ არქიტექტურას, რომელიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე და სრულ შესაბამისობაშია ურბანულ კონტექსტთან. Babau Bureau-ს მიმდინარე კვლევა ფოკუსირებულია შენობების ხელახალ გამოყენებასა და ტრანსფორმაციაზე, ღია სივრცეების აღმოჩენასა და მდგრადი სტრატეგიების შემუშავებაზე.

მხოლოდ შენობები არ კმარა, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენ არც ისინი გვჭირდება! კარგა ხანია, მიწაზე კვალის დამჩნევა ტერიტორიის მონიშვნის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ეს ქმედება, ასევე განსაზღვრავს სივრცის ათვისების პრინციპს და ამკვიდრებს მოძრაობის, დაკვირვების, ქცევისა და აღქმის ახალ წესებს. ბიენალეზე წარმოდგენილი ჩვენი პროექტის მიზანია, კლასიკური შენობის, სანტა კონსტანცას მავზოლეუმის გეგმის კვალი დავიტანოთ მიწაზე, რაც, ახალ გეომეტრიას ანიჭებს შიდა ეზოს ცარიელ სივრცეს. ახალი წესრიგი, აბსტრაქტული სივრცე, წარმოქმნის აღქმის განსხვავებულ შესაძლებლობებს. ეს ფუნდამენტური და არქიტექტონიკური აქტი შევსებულია ჩვეული, პოპულარული ელემენტებით, ავეჯით, მეორადი მასალებით, მცენარეებითა და ხალხით. ამ აზრით, შენობის საწყისმა კომპოზიციურმა ნიშნებმა (მიწაზე დატანილმა გეგმამ), მიუხედავად იმისა, რომ ის აშენებული არ არის, შესაძლოა იმხელა გავლენა მოახდინოს, რომ განსაზღვროს ამ სივრცის ათვისება, მისი გამოყენების გზები. ამგვარი მუდმივი მოდიფიკაციის უნარი, ძველი შენობების ტრანსფორმაციის შესაძლებლობასა და გამძლეობას ეყრდნობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გადაკეთებული და ფუნქციაშეცვლილია.

Date 13 თებ, 2019

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close

Cart

No products in the cart.