რეიჯირო ვადა _ ალისფერი ფანჯარა (თბილისი)

რეიჯირო ვადა (დაბადებული ქალაქ ჰიროშიმაში, იაპონიაში, 1977 წელს) არის
მოქანდაკე, რომელიც მუშაობს ლანდშაფტთან, ექსცენტრიული და
კონცეპტუალური მეთოდების გამოყენებით.

ვადა ქმნის მეტაფიზიკურ დინამიკას, მის უაღრესად აბსტრაქტულ ფორმებში
ბუნებრივი და ორგანული ფენომენების გამოყენებით. ვადას მიღებული აქვს
სახვითი ხელოვნების დოქტორის წოდება ტოკიოს უნივერსიტეტის ხელოვნების
უმაღლესი სკოლისაგან (2008 წელს). ვადა ცხოვრობს და მუშაობს ქალაქ ბერლინში.

ორმაგი მოჭიქული მინა, შიგნით მოთავსებული წითელი ღვინით, ჩასმულია
გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში მდებარე ბინის ფანჯრის ჩარჩოში. სითხის
ზედაპირით შექმნილი ჰორიზონტალური ხაზი ემთხვევა თბილისის
ლანდშაფტის ჰორიზონტს და ხედს ღვინისფერ წითლად აქცევს.
ამბობენ, რომ საქართველო არის ღვინის დაბადების ადგილი, რომელსაც აქ,
სავარაუდოდ, უკვე 8 000 წელზე მეტია წურავენ. კაცობრიობის ისტორიის
მანძილზე, ღვინო მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასა და
მითოლოგიასთან. ქრისტიანულ ტრადიციაში, იგი არის იესო ქრისტეს სისხლის
სიმბოლო, ხოლო ანტიკურ ბერძნულ და რომაულ მითებში - ისეთი ფიგურების
სიმბოლო, როგორებიც არიან დიონისე და ბახუსი, რომლებიც ჩნდებიან
ვიზუალური მოტივების სახით, ხელოვნებაში, არქიტექტურასა და
სკულპტურაში. არსებითად, ეს არის მხოლოდ ყურძნის ფერმენტირებული წვენი,
რომლის უნიკალური შეფერილობაც ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა და ისინი
საუკუნეების განმავლობაში უკავშირებდნენ მას მეტაფიზიკურ იდეებს. მე
მსურს, რომ აუდიტორიას თბილისის ლანდშაფტი წითელი ღვინის
კეთილშობილი ფილტრიდან დავანახო. ამ გზით, მინდა ერთმანეთს
დავაკავშირო საქართველოს წარსული და ახალი ლანდშაფტი, სადაც ბუნება და
ადამიანი ერთიანდება.

რეიჯირო ვადა, ალისფერი ფანჯარა (თბილისი) განხორციელდა იაპონიის
ნომურას ფონდის მეგობრული მხარდაჭერით.

ნამუშევარი შესრულდა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში.

Date 12 თებ, 2019

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close

Cart

No products in the cart.