ნეონი
ნეონი, როგორც მედიუმი, ხელოვნებაში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და მალევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მედიუმად იქცა. ქართულ სახელოვნებო სივრცეში, ინფორმაცია ნეონის, ისევე, როგორც სხვა თანამედროვე მედიუმების შესახებ, მხოლოდ 30 წლის შემდეგ გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქართველი ხელოვანები აქტიურად მუშაობდნენ ახალ მედიუმებში, თუმცა ნეონი მაინც სარეკლამო სფეროს ნიშაში დარჩა და დღესაც ძალიან ცოტა ხელოვანისთვისაა ფამილიარული.

პროპაგანდას ნეონის სახელოსნოს მთავარი მიზანი სწორედ ნეონის, როგორც თანამედროვე ხელოვნების მედიუმის, პოპულარიზაციაა.
სახელოსნო არტისტებს ნეონის ნამუშევრების დამზადებას და, სურვილის შემთხვევაში, დამზადების პროცესში უშუალო ჩართულობას სთავაზობს.

პროპაგანდას ნეონის სახელოსნო 2017 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, სახელოსნოში დამზადდა როგორც კონკრეტული არტისტების ნამუშევრები, ასევე ინსტალაციები სხვადასხვა დაწესებულების ინტერიერის დიზაინისა და ფასადებისთვის.

გალერეა
სილკოგრაფია
შოლკოგრაფია ( ტრაფარეტული ბეჭდვა) : სავიზიტობარათები, სატიტულობლანკები, კონვერტები, მენიუები, საქაღალდეები, ეტიკეტები, მოსაწვევები, მისალოცი ბარათები, მაისურებზე (როგორც შოლკოგრაფიით ასევე თერმო გადაყვანით), სანთებელებზე, კალმებზე, ტექსტილზე, ჭიქებზე, ცელოფნის პარკებზე,პლასტიკზე, სტიკერზე.
გალერეა
ღია სახელოსნო
პროპაგანდა აცხადებს სახელოსნოს პროექტის მორიგ ღია კონკურსს.

სახელოსნოს პროექტი ორთვიანია და არტისტებს/კურატორებს სთავაზობს ამ პერიოდში განხორციელებული პროექტის პროდუქციის ხარჯების ანაზღაურებას. გარდა ამისა, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, არტისტებს ექნებათ შეუზღუდავი წვდომა პროპაგანდას სივრცეში განთავსებულ სილკოოგრაფიისა და ნეონის დანადგარებზე.

ამ ეტაპზე, სახელოსნოს ღია კონკურსის პრიორიტეტი სოციალურად აქტუალური კონცეფციებია (თუმცა, განიხილება სხვა პროექტებიც).

კონკურსი მოიცავს 2 ეტაპს:
პირველი ეტაპი: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, არტისტებმა/კურატორებმა უნდა მოგვაწოდონ პორტფოლიო და იმ პროექტის აღწერილობა, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ პროპაგანდას სახელოსნოში მუშაობის პერიოდში.
მეორე ეტაპი: შერჩეულ არტისტებთან გასაუბრების შედეგად, აირჩევა ერთი ან რამდენიმე პროექტი.

სახელოსნოში მუშაობის დასრულების შემდეგ, მოეწყობა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია/გამოფენა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც არტისტებს და კურატორებს ინდივიდუალურად, ასევე არტისტებისა და კურატორების ჯგუფსაც.

* ვინაიდან სახელოსნოს პროექტი ხორციელდება პროპაგანდას თანამედროვე ქართული ხელოვნების კვლევისა და არქივის შექმნის პარალელურად, სახელოსნოში მუშაობის დასრულების შემდეგ, პროპაგანდას ფიზიკურ არქივში უნდა დარჩეს ყველა მონაწილე არტისტის ერთი ნამუშევარი მაინც. ნამუშევრის შერჩევა მოხდება მოლაპარაკების შედეგად.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

* არტისტის/კურატორის პორტფოლიო
* პროექტის აღწერა (კონცეფცია, მოკლე აღწერა, განხორციელებისთვის საჭირო მასალა, განხორციელებისთვის საჭირო დრო, ბიუჯეტი)

გალერეა