‘ Golden boundaries ‘
4 დეკემბერს ბუდაპეშტში, რობერტ კაპას ფოტოგრაფიის ცენტრში, გაიხსნა გამოფენა ``ოქროს საზღვრები``, რომელშიც 14 უნგრელი და უცხოელი ფოტოგრაფი მონაწილეობს.
გამოფენის ფოკუსი მოზარდებზე და მოზარდობაზეა - პერიოდზე, როცა ბავშვობა ნელ-ნელა გადადის ზრდასრულობაში, პიროვნება იბრძვის თვითდამკვიდრებისთვის და ეძებს თვითგამოხატვის სხვადასხვანაირ გზებს.
გამოფენაზე, სხვა 13 ფოტოგრაფთან ერთად იხილავთ დავით მესხის ნამუშევრებსაც.
დავით მესხის გამოფენაში მონაწილეობა მხარდაჭერილია პროპაგანდას მიერ.
გამოფენის კურატორი: კატა ოლტაი
გამოფენის ნახვა შესაძლებელია 2018 წლის 18 მარტამდე, ყოველ დღე 11:00-დან 19:00-მდე.
სრული ინფორმაცია გამოფენის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: https://capacenter.hu/…/golden-boundaries-exhibited-artists/