Date 24 Jul, 2018
Project Type Allochronic

 

 

Allochronic • Vazhmarr & Giorgi Zagareli (Season Closing)

 

 

სეზონის დახურვა კონცერტების სერიისათვის “Allochronic” – რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიო-ვიზუალური არტისტებისათვის თბილისის ორიგინალურ ლოკაციებზე სცენის დათმობას გულისხმობს. “Allochronic” მხარს უჭერს ექსპერიმენტულ წამოწყებებს ქალაქში და არტისტებს ახალ მაყურებელთან დაკავშირებისა და თბილისის უნიკალური კონტექსტების ათვისების საშუალებას აძლევს.

გიორგი ცაგარელი დაიბადა თბილისში. მან განათლება თბილისის დეთმოლდის, ლაიფციგისა და ბაზელის კონსერვატორიებში აქვს მიღებული.
გიორგი ცაგარელმა საქართველოში პირველმა შეასრულა ბერიოს, ფელდმანის, ქსენაკისის, სტრავინსკის, უოლტონის, პენდერეცკის, ლიგეტის, პერტის, ყანჩელისა და მანუსურიანის ნაწარმოები.
როგორც სოლისტი, გიორგი ცაგარელი თანამშრომლობდა ესტონეთის, სომხეთის, ბაზელის სახელმწიფო ორკესტრებთან, ლაიფციგის ახალგაზრდული ორკესტრსა და რიეკას ოპერის სიმფონიური ორკესტრთან, ტალინის ახალგაზრდული სიმებიან ორკესტრთან, უკრაინის ეროვნული ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან,ჯორჯიან სინფონიეტასთან, საქართველოს ეროვნული სიმფონური ორკესტრთან და სამების მამაკაცთა გუნდთან.
2008 წელს მან შეასრულო სულხან ნასიძის :კონცერტი ვიოლასთვის” (1978) რომელიც მსოფლიო პრემიერა გახლდათ. 2014 წელს კომპოზიტორმა გია ყანჩელმა ცაგარელისათვის სპეციალურად შექმნა “20 მინიატურა ვიოლასთვის.” 2016 წელს გიორგი ცაგარელს წინანდლის პრემია მიენიჭა ხოლო 2017 წელს მან “Zagareli & strings” ახალი ორკესტრი ჩამოაყალიბა. ბოლოდროინდელი ექსპერიმენტული კოლაბორაციებიდან აღსანიშნავია პროექტები Kordz , ნატალია ბერიძესთან, ნიკა მაჩაიძესთან,, kayakata-სთან და Vazhmarr-თან.

Vazhmarr (ვაჟა მარი) – მუსიკალური პროდიუსერია თბილისიდან. მისი ექსპერიმენტული ნამუშევრები ჟანრთა მრავალფეროვნებაზე მედიტირებს იქნება ეს,ამბიენტი და გლიჩი თუ კონვენციური მელოდიზმი. ბოლო ათწლეულების მუსიკალური მემკვიდრეობის გადააზრების მცდელობების გამო, მარის მრავალმიმართულებიანი კომპოზიციური სტრუქტურა შეიძლება IDM-ის ჟანრის ქვეშ გაერთიანდეს, იმ განსხვავებით რომ ის ცოცხალ, აკუსტიკურ ინსტრუმენტებსა და ალეატორულ პროცესს უფრო ირჩევს – განსაკუთრებით ლაივ-პერფორმანსებში. 2011 წელს მარი ინდი-ელექტრო დუეტის “Me and My Monkey”-ს (MAMM) წევრი გახდა და სხვადასხვა პერფორმანსები ჰქონდა ევროპის მასშტაბით. სოლო-პროექტების მიღმა, იგი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებთან ახალი ხმის ძიებაში, იქნება ეს ხალხური მუსიკა, ნეო-კლასიკა თუ ექსპერიმენტული ტექნო.