თბილისის რეზიდენციები

“თბილისის რეზიდენციები” Propaganda.network-ის ძირითადი საერიზიდენციო ქვეპროპგრამაა. მისი მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრებ  ხელოვანთა, კურატორთა და ხელოვნების მკვლევართა თბილისში მასპინძლობა და, შედეგად, საერთაშორისო სახელოვნებო გამოცდილების საქართველოში გაზიარების ხელშეწყობაა.

 

რეზიდენტების სახელოსნო განთავსებულია სასტუმრო სტამბას შენობაში (Stamba D Block); საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაში, როგორც წესი, მათი განთავსება ხდება სახელოსნოდან ფეხით  სავალ მანძილზე.

 

Stamba D Block-ში მუშაობისას, რეზიდენტებს აქვთ საშუალება იურთიერთონ კოლეგებთან და, ზოგადად, ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებთან; ამასთან, მათ შეუძლიათ გამოიყენონ პროპაგანდას სხვადასხვა რესურსი (ნეონის და პრინტის სახელოსნო; კონსულტაციები კურატორთან და სხვ.).

 

ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია, ქვეპროგრამის – „თბილისის რეზიდენციების“ – ფარგლებში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე სამომავლო სარეზიდენციო პროექტების შესახებ: