Date 09 Aug, 2019
Project Type თბილისის რეზიდენციები

სერ სერპასი – Tbilisi Residencies / Stamba

„პოეზია როგორც ასეთი - წამნახევრიანი გადაწყვეტილებები, ბევრად მნიშვნელოვანი ყოველგვარ მედიტაციაზე. რაც მე შემიძლია გავაკეთო წამიერად ჩემი ხელებით, ბარძაყებით, სხეულისმიერი ძალით - პრაქტიკა ხდება. წინააღმდეგობები შემდეგ შემოდის, ლექსების ფორმირებისას: ზიანის მიყენებისგან თავის დაღწევის დროს, მე ვუფრთხილდები ჩემს სხეულს რამდენადაც ამას გავწვდები - პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს „თავს ზემოთ“, კიბეზე ასვლისა და ქვემოთ ჩამოფრენისას. ამ ვარჯიშებით მე გარდატეხას ვახდენ. ჩემმა ჭიდაობის მწვრთნელმა მასწავლა სიმძიმის ფეხებით, და არა ზურგით აწევა, ამას ვარჯიში სჭირდება - იმისთვის რომ დეტრიტიდან ამბავი გამოწრთო, ათლეტი უნდა იყო.“
თბილისის რეზიდენციების ერთ-ერთი მონაწილე 2019 წლის აგვისტოში ამერიკელი არტისტი სერ სერპასი იქნება. სერი 1995 წელს, ლოს-აჯელესში დაიბადა. მან საბაკალავრო ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტისაგან, ვიზუალური ხელოვნებაში მიიღო (2017). მისი სოლო და დუო-გამოფენებია: „Against Attachment“ („მიჯაჭვულობის წინააღმდეგ“), გალერეა Ludlow 38, ნიუ-იორკი (2019); what we need is another body, Truth and Consequences („სხვა სხეული, სიმართლე და შედეგია, რაც გვჭირდება,“) ჟენევა, (2019); Stars are Blind („უსინათლო ვარსკვლავები“), გალერეა LC Queissier (სიტარა აბუზარ-ღაზნავისთან ერთად), თბილისი (2019); you were created to be so young (self-harm and exercise), (“ შენ დაიბადე იმისთვის რომ ასეთი ახალგაზრდა იყო“ - თვით-დაზიანება და ვარჯიში“), გალერეა - LUMA Westbau, ციურიხი, (2018); Bare Teeth, Queer Thoughts, („გაშიშვლებული კბილები, ქუიარ ფიქრები“), ბრი უილიამსთან ერთად, ნიუ-იორკი (2018); Dust Patterns, მტვრის თარგები, გალერეა - აქტუალური პროექტები, მაიამი (2017). უახლესი ჯგუფური გამოფენები განახორციელა გალერეებში: Company, ნიუ-იორკი (2019); შვეიცარული ინსტიტუტი, ნიუ-იორკი (2018); Gavin Brown’s enterprise, ნიუ-იორკი (2018) და Performance Space, ნიუ-იორკი (2018); Karma International, ლოს-ანჯელესი (2017). სერპასი ცხოვრობს