თბილისის რეზიდენციები

„თბილისის რეზიდენციების“ პროგრამა 2018 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანი ხელოვანთა, კურატორთა და ხელოვნების მკვლევართა მობილობის წახალისება და, შედეგად, საერთაშორისო სახელოვნებო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა.

 

პროგრამის ფარგლებში, პროპაგანდა მასპინძლობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ხელოვნების პროფესიონალებს და სთავაზობს მათ საცხოვრებელ და/ან სამუშაო სივრცეს, განსაზღვრული პერიოდით.

 

„თბილისის რეზიდენციები“ ამოცანად ისახავს გაცვლითი მიმართულების ამუშავებასაც და ამ მხრივ, ღიაა საერთაშორისო რეზიდენციებთან თანამშრომლობისთვის.

 

პროპგრამა ძირითადად, ორი მიმართულებით ფუნქციონირებს: 1. “საერთაშორისო რეზიდენციები” აერთიანებს იმ ხელოვანებსა და კოლექტივებს, რომლებიც ინდივიდუალურად გახდნენ პროეგრამის მონაწილეები; 2. “კოლაბორაციის” ფარგლებში კი, ერთიანდება ის პროექტები, რომელთა ინიცირებასა და განხორციელებაში ჩართულია პარტნიორი ორგანიზაცია.

 

რეზიდენტების სახელოსნო განთავსებულია სასტუმრო სტამბას შენობაში (Stamba D Block); საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაში, როგორც წესი, მათი განთავსება ხდება სახელოსნოდან ფეხით  სავალ მანძილზე. პროექტების სპეციფიკის გათვალისწინებით, „თბილისის რეზიდენციების“ პროგრამა ცდება დედაქალაქს და მხარს უჭერს რეზიდენტის რეგიონულ აქტივობებს და ზოგადად, სარეზიდენციო პროგრამებს რეგიონებში.

 

ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია, „თბილისის რეზიდენციების“ ფარგლებში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე სამომავლო სარეზიდენციო პროექტების შესახებ: