შოთიკო აფციაური_”ტყის ჭრა, ტაძრის შენება”
პოლიტიკურად დროული განაცხადი რაჭაში განვითარებულ მოვლენებს და აქტუალურ კითხვებს ეხმაურება: სჭირდება თუ არა ადამიანს ბუნებაზე ზემოქმედება და თუ ასეა, სად წყდება ზღვარი მის საკუთარ, ადამიანურ ბუნებასა და გარემოს შორის. ტყესა და ტაძარს შორის, რომელია დაუცველი ადამიანის თავშესაფარი და რომელია სულიერი ბრძოლის ველი? ხელოვნურისა და პირველქმნილის უნივერსალურ დილემაში ადამიანის ისტორიული არსებობის თემა აფციაურთან ლოკალური პოლიტიკური, კულტურული და სოციალური სინამდვილიდან იწყებს განვითარებას და მტკივნეული, აღმსარებლური მონოლოგის სახეს იღებს. ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთმა ოთახმა მრავალფეროვან ინსტალაციათა ერთობლიობას უმასპინძლა. გარდა ამისა, გამოიფინა თავად მუზეუმში არსებული, ფართო მაყურებლისთვის ჯერ-არნახული ექსპონატები და ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები.