Date 06 Mar, 2019
Project Type ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია

ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია პროპაგანდაში

პროპაგანდამ ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია გახსნა. 15 თებერვალს, პრეზენტაციამ მოკლედ მოიცვა ლაბორატორიის პროგრამა და ფუნქცია, რის შემდეგადაც იმპროვიზაციული სესია გაიმართა, მონაწილეები ნატალია ბერიძე, გიორგი ცაგარელი ბენ უილერი და ლაბორატორიის შემოქმედებითი კურატორი ვაჟა მარი იყვნენ.

ღონისძიების ტრანსლაცია არტარეასა და რადიო „ტემპოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. გარდა ამისა საღამოს სპონსორი ლუდი 9 მთა იყო.

საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიებისა და სასცენო რუტინის განვითარების პარალელურად, Propaganda.network ხედავს საჭიროებას შენარჩუნდეს თანაზიარი ხელშეწყობისა და ურთიერთდახმარების პრაქტიკა, რაც ასეთი დამახასიათებელია ჩვენი კულტურისათვის - მუსიკა როგორც ინტიმური ხელოვნების სფერო პირდაპირ უკავშირდება ასეთ ჩართულობას. ლაბორატორია სწორედ ის სივრცეა რომელიც ამ წეს-ჩვეულებას ინსტიტუციურ დონეზე აიყვანს. სახელოსნო,სადაც მუსიკოსებს ექნებათ მუდმივი იმპროვიზაციის, რესურსების გაცვლისა და კვლევების საშუალება. ლაბორატორიას სჯერა რომ ხმოვან ენაზე საუბარი უფრო ფართოა ვიდრე მუსიკოსის პროფესია: ამიტომ ტრანსდისციპლინური კვლევები პროგრამის აქტიური ნაწილია. მნიშვნელოვანი ელემენტია ხმების, ხმაურებისა და დამუშავებული აუდიო ნიმუშების დატა-ბაზა. ლაბორატორიის მუდმივი აქტივობებია: საუნდ-ინსტალაციებისა და საუნდ-არტის განვითარება, არასტანდარტული ბგერითხელსაწყოების შემუშავება და ახალი ხმების გენერირიება, საერთაშორისო რეზიდენცია და კოლაბორაციები მსგავს ინსტიტუციებსა და ინიციატივებთან. ვირტუალურ თუ საჯარო სივრცეში თავისუფალი და ექსპერიმენტული ფორმატის პერფომანსები, საგანმანათლებლო აქტივობები, გამოცდილების გაზიარება და საიმპროვიზაციო სესიები.

ფოტოგრაფი: თიკო კობიაშვილი, The Messenger