ტონი ჯასთი – ამერიკელი ხელოვანი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ბოლო 20 წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები მილანში, ლოს–ანჯელესში, ზიურიხში, ნიუ–იორკში, ბერლინში აქტიურდ იფინება ( Efremidis (DE) , Federico Bianchi Contemporary Art (Italy), KARMA (USA), Gavin Brown’s Enterprise (USA), Sommer & Kohl (DE).
ხელოვანის პრაქტიკა ფერების და ფორმების მედიტატიურ თვისებებზე ორიენტირდება, სადაც მასალასთან სხეულით კომუნიკაცია ხდება პროცესის ცენტრალური ნაწილი. ჯასთის შემოქმედებაში ასევე მნიშვენლოვანი ადგილი უჭირავს ენერგეტიკული მედიტაციის/განკურნების ტექნიკას – REIKI, რომელსაც ხელოვანი აქტიურად იყენებს თავის ვორქშოფებსა და შემოქმედებით პრაქტიკაში.
“მიუხედავად იმისა, რომ ჯასთის მომაჯადოებული კომპოზიციების საწყისი, შესაძლოა, შეგნებულადაა დისტანცირებული მათი შემქმნელისგან, მისი ნამუშევრები ხელოვანის წარსული ჟესტების ავტობიოგრაფიული თხრობაა. ფერების ფაქიზი, რბილი შერევით ხელოვანმა ცხოვრებისეული მინიშნებები შეინარჩუნა: ტონი ჯასთის შემოქმედება ამბავია ყვითელსა და კაშკაშა ვარდისფერს შორის” – ჰარი თორნი ტონი ჯასთის ერთ–ერთი გამოფენის შესახებ (2020 წელი, ბერლინი, გალერეა Efremidis).
ტონისთვის საქართველო მართმადიდებლური ფრესკებისა და ხატების შესწავლის მხრივ განსაკუთრებულად საინტერესოა. რეზიდენციის ფარგლებში ახალი სოლო–ნამუშევრებზე მუშაობის გარდა, ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის “ვადსის” სკოლის მე-4 კურსის სტუდენტებს ფერების, ფორმების, ე.წ. Channeling პრაქტიკას გაუზიარებს.
ხელოვანს წარმოადგენს გალერეა EFREMIDIS (ბერლინი).
Artforum ჯასთის შესახებ.
ვიდეო პორტრეტი