სიტარა აბუზარ ღაზნავი – Tbilisi Residencies/Stamba
ესთეტიკის, რეწვისა და ფოლკლორის ნორმალიზებული ცნებების, სოციალურ ქსელში გაზიარებული ცოდნისა და დიასპორათა დამოუკიდებელი ეკონომიკის კვლევით, ციურიხში დაფუძნებული არტისტი სიტარა აბუზარ ღაზნავი მუდმივად სვამს კითხვებს არსებული ძალაუფლებრივი სტრუქტურების, საკუთარი გარემოსა და თანამედროვე ხელოვნების აქტუალური ნარატივების გარშემო.
პროპაგანდას მოწვევით, სიტარა თბილისის არტისტული რეზიდენციის ერთ-ერთი პირველი მონაწილეა. სტამბა დ ბლოკის სახელოვნებო სტუდიებში მან სამი თვე იმუშავა, შედეგად გალერეამ LC QUISSER 16 თებერვალს მისი გამოფენა გახსნა. თბილისში შექმნილი ნამუშევრები ამერიკელი არტისტის, სერ სერპასის რამოდენიმე ინსტალაციასთან ერთად გამოიფინა. რის შემდეგაც Stamba D-block-ში არტისტებთან საუბარი წარიმართა, დამოუკიდებელი კურატორის, ელენე აბაშიძისა და ბაზელში დაფუძნებული ავტორისა და არტისტის, ონურ აკიოლის მოდერირებით.
ყველა საავტორო უფლება ყველა გამოსახულებაზე ეკუთვნის სიტარა აბუზარ ღაზნავისა და გალერეას LC QUEISSER