Date 01 May, 2019
Project Type კოლექტიური სახელოსნო

სალომე დუმბაძე – 10 მარტი – მიმდინარე

 

სალომე დუმბაძე (დაბ.1992 წ.), ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.

დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია (2010 – 2014 წწ.), ასევე CCA – თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მაგისტრატურა.

 

ქმნის როგორც ტრადიციულ ფერწერულ ნამუშევრებს, ასევე ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალებით სხვადასხვა მედიუმებში. მის ნამუშევრებში კონკრეტული ობიექტები ცარიელ სივრცეებშია წარმოდგენილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში რიტმული ხაზებით ან მთლიანი ტონალობებითაა დაფარული.

 

სალომე დუმბაძე ხშირად თანამშრომლობს ქეუ მეფარიშვილთან პროექტით Shram, რომლის ფარგლებშიც არტისტები ინსტალაციებსა და ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობენ. მისი გამოფენებიდან აღსანიშნავია: “პროექტი 3016” – 2017 წ.; კოლაბორაცია ქეუ მეფარიშვილთან და მიკა მოწყობილთან – თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, კურატორი ნინა პატარიძე, სოლო გამოფენა პატარა გალერეა – Observation of the Players in the sand – 2018; ყოველწლიური გამოფენა – Oxygen No Fair – Unchewable Construcs (Stamba D block ), თბილისის ხელოვნების ბაზრობა – 2018 – გალერეა Project Artbeat – ის ჯგუფური გამოფენის ნაწილი.

 

პერსპექტივის სამჯერადი დახრა – 2019 – საგამოფენო სივრცე Maudi – ჯგუფური გამოფენის ნაწილი, ნინო საკანდელიძის კურატორობით.