Date 22 Dec, 2019
Project Type კონკურსები
უნგრეთის საელჩო საქართველოში აცხადებს მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს ილუსტრატორებისთვის. კონკურსის მიზანია ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე ხელოვანთა წახალისება და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

კონკურსის გამარჯვებული სამი კვირით უნგრეთში, საერთაშორისო სახელოვნებო ბანაკში გაემგზავრება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

ასაკი: 18 - 35 წელი

გთხოვთ, შემდეგი ინფორმაცია გააგზავნოთ ელ. ფოსტაზე: zichy.tbs@mfa.gov.hu

- 1- 3 ნამუშევრის ელექტრონული ვერსია (jpeg., png.). ნამუშევარი უნდა ეხმიანებოდეს სულხან საბა ორბელიანის ნაწარმოების - „სიბრძნე სიცრუისა“ - რომელიმე თავს. შესრულების ტექნიკა შეიძლება იყოს, როგორც ციფრული, ისე ტრადიციული. დამატებით, აპლიკანტს შეუძლია ორიგინალი/ები მიიტანოს უნგრეთის საელჩოშიც;
- პორტფოლიო (მაქს. 5 გვერდი);
- ხედვა (მაქს. 2000 სიმბოლო).

გადაწყვეტილების მიღების პროცესი და დედლაინი:

გამარჯვებულს გამოავლენს შემრჩევი კომისია. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით. გამარჯვებული გამოვლინდება 2020 წლის აპრილში.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით უნგრეთის საელჩოს საქართველოში: mission.tbs@mfa.gov.hu

გთხოვთ, ეწვიოთ საელჩოს ვებგვერდს: https://tbiliszi.mfa.gov.hu/news/zichy-prize-2019