Date 08 Jun, 2021
Project Type კოლექტიური სახელოსნო
ნინა კინწურაშვილი მულტიდისციპლინარული ხელოვანია, რომელიც დაიბადა თბილისში 1992 წელს. მან დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით, შემდეგ კი მოიპოვა მაგისტრის ხარისხი Intermedia-ში (New Media Art) აიოვას უნივერსიტეტში, სადაც პარალელურად ასწავლიდა ბაკალავრის სტუდენტებს. UIowa Intermedia პირველი სამაგისტრო პროგრამაა ა.შ.შ.-ში, რომელმაც დაიწყო თანამედროვე ხელოვნების სწავლება აკადემიურ სივრცეში, 60იანი წლების დასასრულს.
ფერწერასა და გრაფიკისთან ერთად, ხელოვანი მუშაობს სხავადასხვა დისციპლინებში, როგორიცაა: ვიდეო, საუნდი, ციფრული მედია, პერფორმანსი და სკულპტურა. მისი ნამუშევრები წარმოადგენს აბსტრაქტულ დეკონსტრუქციას და რეფლექსიას გენდერზე, თეოლოგიასა და მისტიციზმზე, კულტურულ პარადოქსებსა და მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ის მუშაობს კოლექტიურ ქვეცნობიერში არსებულ გამოსახულებებთან და გადააქვს ისინი ნეიტრალურ, სტერილურ სივრცეში სადაც ხდება მათი ხელახლა გამოკვლევა, გადაფასება და განლაგება. მიმდინარე პროცესში ხელოვანს აინტერესებს პატრიარქალური წარსულის ექსკავაცია, სადაც ქალის ფიგურა იბრუნებს დაკარგულ ადგილს ქვეყნის ისტორიასა და კულტურული მემკვიდრეობის შექმნის დროს, სადაც ხშირად რეალობის ჩანაცვლება ხდება ფიქციური ნარატივებით, ხოლო წარსულის მზერა ნოსტალგიის ნაცვლად ფუტურისტული მიდგომით იცვლება.
სოლო პროექტებთან ერთად, ნინას ნამუშევრები გამოფენილია ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნამუშევრები გამოიფინა: Tate Modern-ში ‘Future Late’ შოუს ფარგლებში, რომელსაც Tate Collective უწევდა კურირებას, Chicago Wetpaint Biennial in Zhou B Gallery, Ortega Y Gasset (ნიუ-იორკი) და PS1 (აიოვა).

Leave A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *