ნიკა ქუთათელაძე _ რომ დავიცვა სახლი სანამ შორს ვარ

ნამუშევარი არის გურიის ერთ-ერთ სოფელში ნანახი, მძარცველებისა და ცხოველების შეჭრისგან დაცვის მიზნით, ეკლიანი მცენარით ამოვსებული მიტოვებული სახლის რეპლიკა.

ნიკა ქუთათელაძე დაიბადა 1989 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის მიმართულებით და გაიარა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA) არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის კურსი.

ქუთათელაძე იყო რეზიდენციაში La Station-ში (ნიცა, საფრანგეთი) 2015 წელს და Yarat-ის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (ბაქო, აზერბაიჯანი) 2017 წელს. მის პერსონალური გამოფენებს შორის აღსანიშნავია: „კედელი, ბიაზი, პარკეტი“ (2016 წ), რომელიც ორგანიზაციის „იარე ფეხით“ ინიციატივით გაკეთდა და 2017 წლის „მარშრუტკა“ და სათამაშო მოედანი ჩემს ძველ ბინაში“, მიცკევიჩის N20, თბილისი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებშიც, მათ შორის, Festinova Garikula-ზე 2014-2015 წლებში.

2018 წელს, ნიკა ქუთათელაძეს გადაეცა წინანდლის პირველი პრემია სახვითი ხელოვნების დარგში.

ნამუშევარი გამოიფინა თბილისის არიტექტურის ბიენალეს ფარგლებში. ნამუშევრის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროპაგანდას მიერ, აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით.

Date 12 თებ, 2019

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *