Date 05 აპრ, 2019
Project Type თბილისის რეზიდენციები

ლეილა ჰეკმათი – Tbilisi Residencies/Stamba

პროპაგანდას მიერ დაარსებულ პროგრამაში Tbilisi Residencies/Stamba, ბერლინში დაფუძნებული ინდერდისციპლინარული პრაქტიკოსი ლეილა ჰეკმატი მიიღებს მონაწილეობას.
ჰეკმათი კამერულ ექსპერიმენტულ პერფორმანსებზე მუშაობს, რის განვითარებაშიც ის თავად გვევლინება როგორც დრამატურგი, რეჟისორი და სკულპტურული კოსტუმების დიზაინერი. ესთეტიზაციით, პაროდიითა და გულღია პორტრეტებით გაჟღენთილი ნაწარმოებები ხშირად იმედგაცურებით, სიკვდილით და მწარე გამოღვიძებებით მთავრდება. კოსტიუმებისა და შეუსაბამო პერსონაჟების ორგიას საკუთარივე დაუცველობა და ლიმიტების მახეში აბამს- თვითსიძულვილის პარალიზებულ მდგოარეობაში.
ლეილა ჰეკმათი ლოს-ანჟელესში დაიბადა. მან პარსონსის დიზაინის სკოლაში, ნიუ-იორკში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფოტოგრაფიის დარგში. 2010 წლიდან, სამაგისტრო პროგრამის ამავე დისციპლინაში, ბარდის კოლეჯში დაასრულების შემდეგ ის უკვე აქტიურად იფინება საერთაშორისო მასშტაბით: კრაკოვის, ბერლინის, ლონდონისა თუ გლასგოს სცენებზე.
ამჟამად ჰეკმათის შემოქმედებითი სახლი ბერლინში არსებული ცნობილი გალერეა იზაბელა ბორტოლოცია, სწორედ აქ შეიძლება მის საკვანძო ნამუშევრებთან გაცნობაც. ლეილა ჰეკმატი თბილისს 8 აპრილს, ორი თვით ეწვევა.

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *