Date 16 Jun, 2019
Project Type თბილისის რეზიდენციები

გრეგ ლინდქუისთი – Tbilisi Residencies / Stamba

13 მაისიდან 16 ივნისამდე თბილისის რეზიდენციებს ნიუ-იორკში დაფუძნებული კურატორი და არტისტი გრეგ ლინდქუისთი ეწვია. არტისტი პირველად 2009 წელს ეწვია საქართველოს და ეს ვიზიტი გიორგი სუმბაძესთან ერთად საბჭოთა არქიტექტურის კვლევას დაეთმო. პროპაგანდას მოწვევით, კურატორმა თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის, სახელოვნებო სფეროს პოლიტიკური ჩართულობისა და სცენაზე არსებული ამჟამინდელი დისკურსების სიღრმისეული კვლევა ჩაატარა.
გრეგ ლინდქუისთი ნიუ-იორკში მცხოვრები არტისტი და მწერალია. 2011-იდან 2017 წლამდე, თანარედაქტორობას უწევდა Brooklyn Rail-ის სექციას „Art Books in Review.“ ამავე პუბლიკაციის ფარგლებში, მისი თანარედაქტორობით დაარსდა სექცია „Social Ecologies,” რომელიც ხელოვნებისა და ეკოლოგიის გადაკვეთას იკვლევდა და 2015 წლის ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა. სექცია ამავე სახელწოდების გამოფენის პარალელურად შეიქმნა, რომლის კურატორიც თავად ლინდქუისტი იყო Rail Curatorial Projects-ის ფარგლებში. ამას გარდა ლინდქუისთი მბრუნავი ნახშირის კულტურულ გამოყენებას იკვლევს, სადაც დიზელზე მომუშავე მოდიფიცირებული სატვირთო მანქანები მუქ და მურიან გამონაბოლქვს წარმოქმნიან, ესთეტური პროტესტისა და გარემოსდაცვითი ქმედებების ერთგვარი კითხვნის ნიშნის ქვეშ დაყენებისათვის. ლინდქუისთი როდ აილენდის დიზაინის სკოლასა (RISD) და პრატტის ინსტიტუტში ასწავლის (Pratt Institute), ის ასევე Whitney American Museum of Art-ის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეა.
ღია სტუდიების, ვიზიტების, პროპაგანდას წევრებთან ერთად აქტიური მუშაობისა და დისკუსიების შემდეგ, სარეზიდენციო პერიოდის დასკვნა ორი ღონისძიებით მოხდა. „ხელოვნება, არქიტექტურა და ეკოლოგია” გიო სუმბაძისა და გრეგ ლინდქუისთის შეხვედრა იყო, ერთგვარი სლაიდ-ლექცია, რომელიც თითოეული არტისტის დამოუკიდებელ პრაქტიკაზე გვიყვებოდა, მაგრამ ამავდროულად კოლაბორაციულ პროექტებსაც მოიცავდა. „სოციალური და ეკოლოგიური: 1970-იანი წლების ამერიკული კინო და ვიდეო“ კი ლინდქუისთისა და სუმბაძის კურირებული კინოჩვენება იყო, რომლის ფარგლებშიც ეკოლოგიურ მოვლენებზე რეფლექსის მქონე ვიდეო-ნამუშევრების ჩვენება მოეწყო.