Date 28 Oct, 2021
Project Type თბილისის რეზიდენციები

ტონი ჯასთიამერიკელი ხელოვანი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. ბოლო 20 წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები მილანში, ლოსანჯელესში, ზიურიხში, ნიუიორკში, ბერლინში აქტიურდ იფინება ( Efremidis (DE) , Federico Bianchi Contemporary Art (Italy), KARMA (USA), Gavin Brown’s Enterprise (USA), Sommer & Kohl (DE).

ხელოვანის პრაქტიკა ფერების და ფორმების მედიტატიურ თვისებებზე ორიენტირდება, სადაც მასალასთან სხეულით კომუნიკაცია ხდება პროცესის ცენტრალური ნაწილი. ჯასთის შემოქმედებაში ასევე მნიშვენლოვანი ადგილი უჭირავს ენერგეტიკული მედიტაციის/განკურნების ტექნიკას – REIKI, რომელსაც ხელოვანი აქტიურად იყენებს თავის ვორქშოფებსა და შემოქმედებით პრაქტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯასთის მომაჯადოებული კომპოზიციების საწყისი, შესაძლოა, შეგნებულადაა დისტანცირებული მათი შემქმნელისგან, მისი ნამუშევრები ხელოვანის წარსული ჟესტების ავტობიოგრაფიული თხრობაა. ფერების ფაქიზი, რბილი შერევით ხელოვანმა ცხოვრებისეული მინიშნებები შეინარჩუნა: ტონი ჯასთის შემოქმედება ამბავია ყვითელსა და კაშკაშა ვარდისფერს შორის” – ჰარი თორნი ტონი ჯასთის ერთერთი გამოფენის შესახებ (2020 წელი, ბერლინი, გალერეა Efremidis).

ტონისთვის საქართველო მართმადიდებლური ფრესკებისა და ხატების შესწავლის მხრივ განსაკუთრებულად საინტერესოა. რეზიდენციის ფარგლებში ახალი სოლონამუშევრებზე მუშაობის გარდა, ის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის  ვადსისსკოლის მე-4 კურსის სტუდენტებს ფერების, ფორმების, .. Channeling პრაქტიკას გაუზიარებს.

ხელოვანს წარმოადგენს გალერეა EFREMIDIS (ბერლინი).

 

Artforum ჯასთის შესახებ.

Contemporary Art Daily

ვიდეო პორტრეტი

Tony-scaled.jpeg
unnamed-scaled.jpeg