Propaganda.network აცხადებს შემოქმედებითი აქტივობის მხარდამჭერ ღია კონკურსს, რომლის მიზანია მიმდინარე ეპიდაფეთქების შედეგად შესაძლო შენელებული შემოქმედებითი პროცესების გამოცოცხლება.
კონკურსის ფარგლებში არ არის შეზღუდვები განხორციელების მეთოდებზე და მედიუმზე.
მიმდინარე საკომუნიკაციო ფორმატიდან გამომდინარე, პრიორიტეტულია ციფრული პროექტები ან/და პროექტები, რომელთა პრეზენტაციაც ეფექტურად განხორციელდება ონლაინ რეჟიმში / ციფრულ პლატფორმებზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია მისამართზე info@propaganda.network არაუგვიანეს 1 მაისისა:
1. პროექტის აღწერილობა (მაქს. 250 სიტყვა);
2. ვიზუალის სამუშაო ვერსია;
3. ბიუჯეტი* (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1,000.00 ლარს)
*ბიუჯეტში დასაშვებია ნებისმიერი კატეგორიის ხარჯი
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ
info@propaganda.network
კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი: 15/05/2020
პროექტის განხორციელების ბოლო ვადა: 30/05/2020