იოანნა ზაბიელსკა _ c’mon_room
„თავდაპირველად სიცოცხლე, შემდეგ სივრცეები და მხოლოდ ამის შემდგომ შენობები - სხვა თანმიმდევრობა არასდროს ამართლებს“ - იან გელი თუმცა, გლდანი სწორედაც რომ “სხვა თანმიმდევრობის” მიდგომის შედეგია. საცხოვრებელ ბინებზე მზარდი მოთხოვნის გამო, ელვის სისწრაფით აშენებული ეს რაიონი, შენობებს შორის სივრცის იდეას ნაკლებად ითვალისწინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გლდანი, რომელიც გაშენებულია ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმის პერიოდში, როდესაც პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იყო საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფერო, თავისუფალ სივრცეს ვერ დატოვებდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთ პირობებში თავისუფლება მეტად მიიღწეოდა შედარებით ნაკლებად კონტროლირებად კერძო სივრცეში.
შედეგად ვიღებთ, საზიარო ფართობად უარყოფილ საჯარო სივრცეს. C’mon room - ამგვარი სივრცის შექმნის მიზანია, კერძო სივრცეში არსებული სიცოცხლე, ისევ უკან, საჯარო განზომილებაში დააბრუნოს. ინსტალაცია მთლიანად ეყრდნობა ტიპური გლდანური ბინის გეგმას და სოციალური ურთიერთობისთვის განკუთვნილ ადგილს წარმოადგენს. ის, გლდანის სამეზობლოს, უფასო თავშეყრის ადგილს სთავაზობ,ს უბნის შესახებ ფიქრებისა და სატკივარის გასაზიარებლად.