‘ეროტიკული ჩანაწერები’
თამარა ლორთქიფანიძის 'ეროტიკული ჩანაწერები'/‘Erotic Stories’ არტისტ ბუქია, რომელშიც მხატვარმა თავი მოუყარა მოსმენილ და გამოგონილ ისტორიებსა და მათზე შექმნილ ჩანახატებს.
წიგნის მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, რომლებსაც სხვადასხვანაირი პროფესია, გემოვნება, გარეგნობა და სურვილები აქვთ, თუმცა მათ აერთიანებთ დამოკიდებულება თავიანთი სექსუალობის მიმართ.
‘ეროტიკული ჩანაწერები’ ქალის მიერ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა ქალების სურვილების, ვნებებისა და სექსუალობის შესახებ, სადაც ისინი თავისუფლად ლაპარაკობენ თავიანთ ყველაზე დაფარულ ინტიმურ დეტალებზეც კი.
ერთი წლის განმავლობაში მოსმენილი ისტორიების სისტემატურად ჩაწერასა და მათზე ჩანახატების კეთებას, საბოლოოდ დღიურის სახე მიეცა და სწორედ ამიტომ, წიგნიც დღიურის ფორმატშია დაბეჭდილი.
დღიურისა და ჩანახატების ფორმატის დამთვალიერებლამდე უფრო მძაფრად მისატანად, წიგნის ყოველი ეგზემპლარი დაბეჭდილია ხელით, სილკოგრაფიის დანადგარით.
წიგნი დაბეჭდილია პროპაგანდას სილკოგრაფიის სახელოსნოში.
წიგნის პრეზენტაცია 11 სექტემბერს, მწერალთა სახლში გაიმართა.