“საერთაშორისო რეზიდენციების” პროგრამა 2018 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი ხელოვანთა, კურატორთა და ხელოვნების მკვლევართა მობილობის წახალისება და, შედეგად, საერთაშორისო სახელოვნებო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა.
პროგრამის ფარგლებში, პროპაგანდა მასპინძლობს საზღვარგარეთ მცხოვრებ ხელოვნების პროფესიონალებს და სთავაზობს მათ სამუშაო სივრცეს, განსაზღვრული პერიოდით.
საერთაშორისო რეზიდენციები ორი მიმართულებით ფუნქციონირებს:
[1] “თბილისის რეზიდენციები” მასპინძლობს ხელოვნების პროფესიონალებს, რომლებიც ინდივიდუალურად გახდნენ პროეგრამის მონაწილეები; ისინი პროპაგანდას მიერ ექსკლუზიურად არიან მოწვეულნი; პროპაგანდა და რეზიდენტი ერთობლივად მართავენ სარეზიდენციო პროგრამასა და მის ლოჯისტიკური მხარეს.
[2] “კოლაბორაციის” ფარგლებში ერთიანდება ის სარეზიდენციო პროექტები, რომელთა ინიცირებასა და განხორციელებაში ჩართულია პარტნიორი ორგანიზაცია.
რეზიდენტების სახელოსნოები განთავსებულია სასტუმრო სტამბას შენობაში (Stamba D Block). პროექტების სპეციფიკის გათვალისწინებით, „საერთაშორისო რეზიდენციების“ პროგრამა ცდება დედაქალაქს და მხარს უჭერს რეზიდენტის რეგიონულ აქტივობებს და ზოგადად, სარეზიდენციო პროგრამებს რეგიონებში.
„საერთაშორისო რეზიდენციები“ ამოცანად ისახავს გაცვლითი მიმართულების ამუშავებასაც და ამ მხრივ, ღიაა საერთაშორისო რეზიდენციებთან თანამშრომლობისთვის.
ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია, როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე სამომავლო სარეზიდენციო პროექტების შესახებ: