„გარემო, სადაც თანამედროვე ხელოვნება ახდენს ცვლილებებს“

პროპაგანდას მისიაა, ერთი მხრივ, ხელოვანთა პროფესიული განვითარების, მათი ხილვადობის გაზრდის და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნის გზით და, მეორე მხრივ, კვლევით-საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებითა და მხარდაჭერით ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარება, მისი ინტერნაციონალიზაცია და ხელმისაწვდომობა.

პროპაგანდას ისტორია იწყება 2013 წელს, როდესაც საინიციატივო ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ხელოვნების არქივის პროექტს, ზაზა დარასელის ფონდის მხარდაჭერით. არქივის, როგორც სხვა სახელოვნებო პროექტების წარმატებულად განხორციელება, მოგვიანებით, ბიზნესმენ, თემურ უგულავას ხელშეწყობით, 2017 წელს, ორგანიზაციის ოფიციალურად დაფუძნების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

დამოუკიდებელ პროფესიონალებთან და ინსტიტუციებთან თანამშრომლობის შედეგად დღეისთვის პროპაგანდას განხორციელებული აქვს 50-მდე პროექტი, რომელიც ერთიანდება 6 პროგრამის ქოლგის ქვეშ.

1. „თბილისის რეზიდენციების“ პროგრამა 2018 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა. მისი მიზანი ხელოვანთა, კურატორთა და ხელოვნების მკვლევართა მობილობის წახალისება და, შედეგად, საერთაშორისო სახელოვნებო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა.

2. „სივრცეები“ აერთიანებს „კოლექტიურ სახელოსნოს“, პრინტ და ნეონის სახელოსნოების და სტუმარი ორგანიზაციების ქვეპროგრამებს. „კოლექტიური სახელოსნოს“ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვანების შემოქმედებით საქმიანობას, სამუშაო სივრცის და საბაზისო სამუშაო მასალების და ინსტრუმენტების უზრუნველყოფით.

3. “გამოფენების” პროგრამაში ერთიანდება, როგორც მცირე- და საშუალო-, ისე ფართომასშტაბიანი საგამოფენო პროექტები, მათ შორის, ყოველწლიური გამოფენა - Oxygen_Tbilisi_No_Fair.

4. „მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია პერიოდულად უჭერს მხარს სხვადასხვა შემოქმედებით ინიციატივას პირდაპირი მხარდაჭერის ან კონკურსის წესით.

5. „განათლებისა და კვლევის“ პროგრამის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია თანამედროვე ხელოვნების არქივი, რომელზეც წარმოდგენილია მულტიმედიური ინფორმაცია ქართული თანამედროვე ხელოვნების უკანასკნელი 5 დეკადის არტკონტექსტის შესახებ.

6. „ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია“ აერთიანებს სახელოსნოს, სადაც მუსიკოსებს აქვთ იმპროვიზაციის, რესურსების გაცვლისა და კვლევების მუდმივი საშუალება.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „პროგრამების“ სექციას.

მისამართი:

ოფისი: 4 ვაშლოვანის ქ., 0108, თბილისი, საქართველო

Stamba D Block: 14 კოსატავას ქ., 0108, თბილისი, საქართველო

info@propaganda.network