სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდა, ფაბლაბ ტექნოპარკი • FabLab Tech Park თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს სახელოსნოს პროექტის მორიგ ღია კონკურსს.

პროპაგანდას და ფაბლაბ ტექნოპარკის თანამშრომლობის მიზანია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების შექმნის პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზაცია.

სახელოსნოს პროექტის ფარგლებში, არტისტებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ თბილისის ტექნოპარკის ფაბლაბებში არსებული დანადგარებთან:

• ლაზერული მჭრელი
• პროგრამირებადი ჩარხი
• ვაკუუმფორმირების დანადგარი
• 3D პრინტერები
• თერმო პრესები
• პროგრამირებადი საკერავი მანქანა

ინფორმაცია თითოეული დანადგარის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – http://fablab.gov.ge/geo/device/category_list

ფაბლაბ ტექნოპარკის სერვისების და დანადგარების დეტალური აღწერა –https://bit.ly/2IJc8kw

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც არტისტებს ინდივიდუალურად, ისე არტისტებისა და კურატორების ჯგუფსაც. აპლიკაციებს განიხილავს სპეციალურად შედგენილი ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია პროპაგანდას და ფაბლაბ ტექნოპარკის წარმომადგენლებით. კონკურსის დასრულების შემდეგ, აირჩევა ერთი ან რამდენიმე პროექტი.

პროექტის განხორციელებისთვის, პროპაგანდა და ტექნოპარკი უზრუნველყოფს:

• წვდომას ფაბ-ლაბის სახელოსნოებში არსებულ დანადგარებზე;
• წვდომას პროპაგანდას სახელოსნოებში არსებულ დანადგარებზე (ნეონის სახელოსნო, სილკოგრაფიის სახელოსნო);
• პროექტის, ზემოთ ჩამოთვლილ სახელოსნოებში, განსახორციელებლად საჭირო მასალას;
• არტისტის და მასალის ტრანსპორტირების ხარჯებს ტექნოპარკ ფაბლაბში;
• სახელოსნოში მუშაობის დასრულების შემდეგ, განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია/გამოფენას.

კონკურსში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, მოგვაწოდეთ აპლიკანტის (არტისტის/კურატორის) პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: info@propaganda.network და შეავსოთ განაცხადის ფორმა ონლაინ:https://goo.gl/forms/1cJUE3YNJxoZpqOt2

დოკუმენტაციის გამოგზავნის საბოლოო თარიღი: 25 აპრილი, 2018

 

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ

Propaganda.Network