„კოლაბორაცია“ არის პროგრამის – „საერთაშორისო რეზიდენციების“ მეორე მიმართულება. მისი მიზანი, პარტნიორი ორგანიზაციის ჩართულობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ხელოვანთა, კურატორთა და ხელოვნების მკვლევართა მასპინძლობა და, შედეგად, საერთაშორისო სახელოვნებო გამოცდილების საქართველოში გაზიარების ხელშეწყობაა.
რეზიდენტების სახელოსნო განთავსებულია სასტუმრო სტამბას შენობაში (Stamba D Block); საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაში, როგორც წესი, მათი განთავსება ხდება სახელოსნოდან ფეხით სავალ მანძილზე.
Stamba D Block-ში მუშაობისას, რეზიდენტებს აქვთ საშუალება იურთიერთონ კოლეგებთან და, ზოგადად, ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებთან; ამასთან, მათ შეუძლიათ გამოიყენონ პროპაგანდას სხვადასხვა რესურსი (ნეონის და პრინტის სახელოსნო; კონსულტაციები კურატორთან და სხვ.).
ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია, ქვეპროგრამის – „კოლაბორაცია“ – ფარგლებში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე სამომავლო სარეზიდენციო პროექტების შესახებ: