Date 01 Apr, 2019
Project Type Project-based

CROSSLUCID  – Tbilisi Residencies/Stamba

CROSSLUCID ინტერდისციპლინარული კოლექტივია და ორი არტისტის, სილვანა ზაბურას და ტომას სი ტოთის სინთეზი. კოლექტივის ამჟამინდელი პრაქტიკა მოიცავს ვიდეოს, ფოტოგრაფიას, კოლაჟს, ინსტალაციას, პერსონაჟთა დიზაინს და სამხატვრო ხელმძღვანელობას. პერფორმატული პრაქტიკებისა და მრავალმხრივი ვიზუალური სისტემების კომბინაციით, CROSSLUCID სხვადასხვა რეალობების გადაკვეთას აძლიერებს.
ტექნოლოგიების გავლენა ადამიანის სექსუალობაზე, მისი ემანსიპატორული პერსპექტივები და და ტენდენციები წინასწარგანწყობის, ციფრული ინტიმურობისა და ვირტუალური ფანტაზიების გაძლიერებისაკენ - ეს მათი ამჟამინდელი ინტერესებია. დუეტის თბილისში ჩამოსვლის მოტივაცია ზემოთხსენებულ თემებზე ლოკალური პერსპექტივების გაცნობა და ადგილობრივ არტისტებთან კოლაბორაცია იყო. პროპაგანდას მოწვევით Tbilisi Residencies/Stamba დუეტს 14 მარტიდან მაისის პირველ რიცხვებამდე მასპინძლობს. აქტიური კვლევა და ინტერსექციული მუშაობა ქართველ არტისტებსა თუ გენდერის ექსპერტებთან, ადამიანთა უფლებების აქტივისტებთან, მოცეკვავეებთან და დიზაინერებთან 25 აპრილს არტარეას გალერეაში შეიკვრება, სადაც მულტიმედია გამოფენა, First Date (პირველი პაემანი) გაიხსნება.

https://www.instagram.com/crosslucid/?hl=en

https://hypebeast.com/zh/2019/3/nike-air-max-2019-alien-in-real-life

http://www.sylwanazybura.com

http://tomas-c-toth.com/