ღია კონკურსი 2021/22
Propaganda აცხადებს სახელოვნებო პროექტების განვითარების კონურსს (2021/22).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხელოვანს/შემოქმედებით საინიციატივო ჯგუფს.
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროპაგანდა უზრუნველყოფს:
- 4,000.00 ლარს, პროდუქციისა და/ან ჰონორარისთვის (ორ ტრანშად);
- სახელოსნოს (საჭიროების შემთხვევაში);
- კურატორის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში);
- პროექტის PR კამპანიას.
გამარჯვებული აპლიკანტისგან ველით, რომ ის 2022 წლის 25 თებერვლამდე წარადგენს სახელოვნებო პროექტს ფართო საზოგადოების წინაშე. აპლიკანტი თავისუფალია სამუშაო მედიუმის და საპრეზენტაციო ფორმატის, მათ შორის ადგილმდებარეობის, შერჩევის მხრივ.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები არაუგვიანეს 8 დეკემბრისა შემდეგ ელ. მისამართზე: info@propaganda.newtork (სათაურის ველში მიუთითეთ: “Comp. 2021/2022 – სახელი, გვარი“):
- მხატვრული კვლევის საგანი: რა პრობლემას/თემას მიემართება პროექტი? რატომ არის ის აქტუალური? – მაქს. 500 სიტყვა
- პროექტის ვიზუალური/ტექნიკური აღწერილობა
- პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმა, თარიღების აღნიშვნით.
გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 16 დეკემბერს.