„პარალელური კლასი“ ორგანიზაცია „პროპაგანდასთან“ კოლაბორაციით იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროცესს. რეზიდენციის ფარგლებში პარალელური კლასი სასსტუმრო სტამბის შენობაში (Stamba D Blok) შექმნის დროებით საგანმანათლებლო, სახელოსნო სივრცეს სკოლის საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის.
ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადი დრო დაეთმობა, სივრცეში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გაანალიზებას, თავმოყრას და მოსწავლეებისთვის მიწოდებას, შეთავაზებას.
აღნიშნული პროცესი მცდელობაა განავითაროს, სახელოვნებო თუ სხვა პროფილის საზოგადოებრივ ორგინიზაციებში დაგროვილი ინფორმაციის, მოსწავლეებისთვის გაზიარების მეთოდოლოგია.
სივრცესთან მოსწავლეების კომუნიკაცია, ერთის მხრივ მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ სკოლისგან დამოუკიდებელი, ახალი დარგობრივი, შმოქმედებითი ცოდნა და მეორეს მხრივ სივრცე, შეითავსებს განათლების კომპონენტს.
პარალელური კლასის საგანმანათლებლო მოდელის – „სივრცის ორგანიზების“ ერთ–ერთი მთავარი მიზანი, საკუთარი/ლოკალური სივრცის ხელახლა დანახვა, გამოყენება და მისთვის ახალი ფუნქციის, შესაძლებლობების მინიჭებაა.