1001-ე რაუნდი
დედიკას გალერეა და სახელოვნებო ორგანიზაცია ``პროპაგანდა`` წარმოგიდგენთ ლია ბაგრატიონის გამოფენას ``1001-ე რაუნდი``.
``არის კი ხელოვნება პოლიტიკის ნაწილი? - არის!
თანამედროვე საზოგადოებაში ყველასათვის საგრძნობი გახდა მისი პოლიტიკურ-კულტურულ-ეკონომიკური საზღვრები.
ჩვენ გარშემო განუწყვეტლივ თანაარსებობს და ერთმანეთში გადადის შეთავაზების, მოლოდინის, იმედგაცრუების, პროტესტის მოდუსები. თანამედროვე ხელოვნება ხელს უწყობს ამ გართულებული ვითარების რეფლექსიას.
გამოფენა “1001-ე რაუნდი”, დაანონსებიდან დახურვამდე, თავისთავად იტვირთება ირონიული შინაარსით და თვითონვე ხდება თავისი თავის ავტორი. `` - ლია ბაგრატიონი