ბაბაუ ბიურო მავზოლეუმი
მხოლოდ შენობები არ კმარა, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენ არც ისინი გვჭირდება! კარგა ხანია, მიწაზე კვალის დამჩნევა ტერიტორიის მონიშვნის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. ეს ქმედება, ასევე განსაზღვრავს სივრცის ათვისების პრინციპს და ამკვიდრებს მოძრაობის, დაკვირვების, ქცევისა და აღქმის ახალ წესებს. ბიენალეზე წარმოდგენილი ჩვენი პროექტის მიზანია, კლასიკური შენობის, სანტა კონსტანცას მავზოლეუმის გეგმის კვალი დავიტანოთ მიწაზე, რაც, ახალ გეომეტრიას ანიჭებს შიდა ეზოს ცარიელ სივრცეს. ახალი წესრიგი, აბსტრაქტული სივრცე, წარმოქმნის აღქმის განსხვავებულ შესაძლებლობებს. ეს ფუნდამენტური და არქიტექტონიკური აქტი შევსებულია ჩვეული, პოპულარული ელემენტებით, ავეჯით, მეორადი მასალებით, მცენარეებითა და ხალხით. ამ აზრით, შენობის საწყისმა კომპოზიციურმა ნიშნებმა (მიწაზე დატანილმა გეგმამ), მიუხედავად იმისა, რომ ის აშენებული არ არის, შესაძლოა იმხელა გავლენა მოახდინოს, რომ განსაზღვროს ამ სივრცის ათვისება, მისი გამოყენების გზები. ამგვარი მუდმივი მოდიფიკაციის უნარი, ძველი შენობების ტრანსფორმაციის შესაძლებლობასა და გამძლეობას ეყრდნობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გადაკეთებული და ფუნქციაშეცვლილია.