Date 25 Jul, 2019
Project Type თბილისის რეზიდენციები

სანდრა ო პროპაგანდას საერთაშორისო რეზიდენციას ეწვია

EMMY-ს ნომინანტი, Killing Eve-ის ა Grey’s Anatomy-ის ვარსკვლავი სანდრა ო 18 ივლისს პროპაგანდას მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა. მსახიობის ვიზიტი პროპაგანდას საერთაშორისო რეზიდენციის მიმართ ინტერესის გარშემო დაიგეგმა. სანდრა საქართველოში არსებული თანამედროვე ხელოვნების სცენას, სფეროს აქტუალურ პროცესებსა და საერთაშორისო პოტენციალს გაეცნო და პროპაგანდას სახელოსნოები მოინახულა, რომლებიც სასტუმრო Stamba-ში, მეოთხე სართულზე მდებარეობს.