პროპაგანდას პირველი სტუმარი თბილისის რეზიდენციის ფარგლებში: ჰანა-მარია ჰამარი

პროპაგანდამ ახალი სარეზიდენციო პროგრამა გახსნა: Tbilisi Residencies/Stamba რომელიც არტისტებს, კურატორებს, მწერლებსა და კულტურის ინდუსტრიის სხვა პროფესიონალებს უმასპინძლებს სპეციალურ სივრცეში stamba4, სადაც პროპაგანდას მიერ კურირებული სახელოვნებო სტუდიებია განთავსებული.
ჰანამარია ჰამარი ერთთვიან რეზიდენციას თებერვლის დასაწყისში დაასრულებს. არტისტის სკულპტურული პრაქტიკა მრავალფეროვან მასალას მოიცავს: ხელოვნური ბეწვი, ლატექსი, ჰელიუმის ბუშტები, ფოლადი თუ კერამიკა განსხვავებული სახე-ხატების, ნარატივისა და ფორმების წარმოსახვით კომბინაციებს აღვიძებს, რომლებიც თავის მხრივ მუნყოფნისა და არყოფნის, ბუნებრივისა და ხელოვნურის, საშიშროებისა და დაცულობის, ზედაპირისა და ინტერიერს შორის არსებულ ინტენსიურ და დაძაბულ ველებს იკვლევენ. მარტოობისა და ტკივილის თემებიც ხშირი ლეიტმოტივია, რომელთა სიმძიმესაც არტისტი პათოსით გადმოსცემს.
ჰამარი ფინეთში, ქალქ ტორნიოში დაიბადა და ამჟამად ფრანკფურტში, გერმანიაში ცხოვრობს. განათლება ჯერ ფრანკფურტის სახელმწიფო სახელოვნებო აკადემიაში მიიღო, 2016 წელი კი Cooper Union-ში, ნიუ-იორკში დაჰყო. 2014 წელს ჰანა გერმანიის აკადემიის ფონდის პრესტიჟული სახელოვნებო სტიპენდიის მფლობელი გახდა. მისი სოლო გამოფენები ბადენ-ბადენის ქუნსთჰალეში და ბერთოლდ პოტის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინა (კიოლნი, გერმანია). ჯგუფური გამოფენების ფარგლებში კი მის ნამუშევრებს ბოლო წლებში გილმეიერ რაიჰის (ბერლინი) და ფრანკფურტის თანამედროვე ხელოვნების გალერეამ უმასპინძლა.
2019 წელს ჰანა-მარიას ნამუშევრებს ფრანკფურტის ქუნსთფერაინი და თბილისში არსებული გალერეა LC Queisser ელოდება.
Date 31 იან, 2019

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *