ონურ აკიოლი – Tbilisi Residencies/Stamba

პროპაგანდას სარეზიდენციო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ონურ აკიოლია; არტისტი, მწერალი და კურატორი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ბაზელსა და ვენაში. მან მაგისტრატურა კრიტიკული კვლევების სფეროში დაასრულა, ვენის ხელოვნების აკადემიაში და პარალელურად, ქუნსთჰალე ბაზელში კურატორის ასისტენტად მუშაობს. მისი მრავალმხრივი პრაქტიკა მოიცავს სკულპტურას, პერფორმანსს, ტექსტსა და კურირებას, რაც ძალიან ხშირად შედარებითობის თეორიასა და ფორმის სოციალურ დე/კონოტაციებს ეხება.
ონურ აკიოლი პროპაგანდამ სიტარა აბუზარ ღაზნავისთან და სერ სერპასთან საუბრის შემდეგ მოიწვია, სადაც ის ღონისძიების ერთ-ერთ მოდერატორად მოგვევლინა. Tbilisi Residencies/Stamba-ს სამთვიან რეზიდენციაში, ონური ადგილობრივი სახელოვნებო შინაარსებისა და შემოქმედებითი კვლევის გარდა, ინტენსიურად დაკავდება თეორიული საკითხებით და პროპაგანდას ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროექტს “ექსტერნს“ შეუერთდება. აკიოლის ყოველკვირეული სემინარები / დისკუსიები ხელოვნების სოციალურ პრაქტიკასა და შედარებითობას მოიცავს, და ამ თემებთან დაკავშირებულ საკვანძო ტენდენციებსა თუ გამოცდილებებს გაანალიზებს.
Date 12 აპრ, 2019

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *