Date 27 Aug, 2021
Project Type Oxygen
მორაგ კილი შოტლანდიელი ხელოვანია, რომელიც ამ ეტაპზე ლონდონში მოღვაწეობს და მონაწილეობას იღებს როგორც სოლო, ისე საერთო გამოფენებში. მისი ნამუშევრების ესთეტიკა ტექნოლოგიური სიახლეების ჩვენს ყოველდღიურობაში ჩართულობაზე, მათ გავლენებსა და ფორმებზე მოგვითხრობს. ადამიანების “მომხმარებლურ” სურვილებზე დასაკვირვებლად კაილი საკუთარი ნამუშევრებით აქტიურ ბრენდინგ სტრატეგიას და მასშტაბურ აუდიტორიზე მისაწვდომობისთვის სპეციფიურ ტექნიკებს იყენებს.
ხელოვანი განსაკუთრებით კომპიუტერული video-თამაშების და კომერციული გარემოს მანიპულატორული თვისებებით ინტერესდება; ნამუშევრებში ხაზს უსვამს მათ ვიზუალურ და სიტყვიერ ასპექტებს, რომელსაც თავისმხრივ გენდერული კონტექსტიც გააჩნია.
კილის სოლო გამოფენები მოიცავს: Here We Go Again, Project Native Informant, London (2018); Controllers, Jenny’s, Los Angeles (2018); passive-aggressive 2, Real Fine Arts, New York (2017); L.I.B.E.R.T.Y, Project Native Informant, London (2014); Would you eat your friends?, Real Fine Arts, New York (2014); Potpourri, Cubitt, London 2013;
hogmanay-at-isabella-bortalozzi-berlin.jpg
morag-keil-at-jennys-LA.jpg