Date 01 მაი, 2019
Project Type კოლექტიური სახელოსნო

მარიამ ხაფავა – 25 თებერვალი – მიმდინარე

მარიამ ხაფავა (დაბ. 1999 წ.), ახალგაზრდა თვითნასწავლი ხელოვანია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ძირითადი სახელოვნებო მედიუმი გრაფიკაა, ხშირად ფოტოშოპისა თუ ილუსტრატორის მეშვეობით საკუთარი ნამუშევრების ციფრულ ვერსიებს ქმნის. ხელოვანის გამოგონილი პერსონაჟები ხასიათდებიან მკვეთრად განსაზღვრული სტილით, რომელსაც ის თითქმის ყველა სერიულ ნამუშევარში ინარჩუნებს. მარიამ ხაფავა დაინტერესებულია 3D ანიმაციითა და თანამედროვე გრაფიკული ნოველებით. მისი ბოლოდროინდელი დაკვირვების ობიექტი ადამიანები და მათი მიმიკებია, თუ როგორ ტრანსფორმირდება ადამიანის გამომეტყველება სიცილის დროს, სწორედ ასე შეიქმნა მისი ერთ-ერთი
ნამუშევარი “ღრუბელი“.

იხილეთ ნამუშევრები : https://www.behance.net/semichka

 

 

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *