საგანმანათლებლო სივრცის საჭიროებეიდან გამომდინარე, ააიპ პროპაგანდა ახორციელებს პროექტს „ექსტერნი“. პროექტი ითვალისწინებს განათლების საერთაშორისოდ აპრობირებული ფორმატის – კოლექტიური კითხვის წრის მეთოდის დანერგვას. პროექტის საპილოტე ვერსია განხორციელდა 2018 წელს და მოიცავდა ორ კურსს: „კრიტიკულ თეორიას“ და „თანამედროვე ხელოვნების ანალიზს“.
განათლების მიღების აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ხელოვნების ისტორიის, კულტურის კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების კროსდისციპლინური, ფილოსოფიის და ანთროპოლოგიის მიმართულების პარადიგმული კონცეპტებისა და ისტორიული გამოცდილებების შესახებ.
პროექტის წარმატებულად განხორციელების შედეგად, 2019 წლის მაისიდან დაიწყება კოლექტიური კითხვის წრის მეორე სესია, რომელიც შედგება 3 კურსისაგან. კურსს წარუძღვებიან უცხოელი და ქართველი მოდერატორები, რომლებიც მონაწილეებთან ერთად, კითხვაზე დაფუძნებული პრაქტიკით, გაანალიზებენ სამეცნიერო ნაშრომებს იმსჯელებენ თეორიულ მოდელებსა და მათ შესაძლო მეთოდურ დანერგვაზე მონაწილეთა (პროფესიული) ინტერესის გათვალისწინებით.