სახელოსნო არის პროაგანდას საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის (A.I.R.) შემადგენელი ნაწილი. A.I.R.-ის ფარგლებში, მოსახერხებელი სამუშაო პროცესის შექმნის მიზნით, რეზიდენტები განთავსდებიან Stamba D Block-ის სიახლოვეს.
რეზიდენტებს იწვევს პროპაგანდა, პარტნიორი კურატორების და ხელოვანების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: info@propaganda.network
მიმდინარე რეზიდენცია: ჩედვიკ რენთანენი
პროპაგანდა Network - ოფისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (11:00 - 18:00)
კონტაქტი: info@propaganda.network
სახელოსნო არის პროაგანდას საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამის (A.I.R.) შემადგენელი ნაწილი. A.I.R.-ის ფარგლებში, მოსახერხებელი სამუშაო პროცესის შექმნის მიზნით, რეზიდენტები განთავსდებიან Stamba D Block-ის სიახლოვეს.
რეზიდენტებს იწვევს პროპაგანდა, პარტნიორი კურატორების და ხელოვანების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: info@propaganda.network
კოლექტიური სახელოსნო მზარდ ხელოვანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი სამუშაო პირობები, სთავაზობს სამუშაო სივრცეს და მასალას (ძირითადად, სამხატვრო საშუალებები).
რამდენადაც სახელოსნო საზიაროა, რეზიდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიზიარონ გამოცდილება კოლეგებისგან და განავითარონ ერთობლივი პროექტები.
კონტაქტი: info@propaganda.network
მიმდინარე რეზიდენცია : თეზი გაბუნია
Propaganda.network
ამჟამად, ოთახი #6 ფუნქციონირებს, როგორც Propaganda-ს გუნდის სამუშაო სივრცე სამუშაო საათები: 11:30 – 19:00.
კონტაქტი: info@propaganda.network
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, 0108, თბილისი, საქართველო
ობსკურა (Stamba D Block-ის სტუმარი ორგანიზაცია) თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე მიმართული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც 2013 წელს მზარდი კურატორების და ხელოვანების ინიციატივით დაარსდა. ორგანიზაციის ამოცანებია ხელოვანებსა და კურატორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, შემოქმედებითი პროცესის წახალისება და ინოვაციური საგამოფენო მოდელების და შესაბამისი აუდიტორიის განვითარება. ობსკურა უწევდა ორგანიზებას ქართულ პავილიონს ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 2017 წელს.
ორგანიზაციის გვერდი სოციალური მედიაში.
კონტაქტი: obscura.platform@gmail.com
დანართი (Stamba D Block-ის სტუმარი პროექტი) არარეგულარული და დამოუკიდებელი, ინტერდისციპლინარული გამოცემაა. მისი ყოველი ნომერი ერთი თემის გარშემო იკვრება და მოიცავს სხვადასხვა ჰუმანიტარული თუ ზუსტი მეცნიერების ნაშროემბს. დანართის ნომრებზე ძირითადად მოწვეული ავტორები მუშაობენ, თუმცა ხანდახან ხელახლა იბეჭდება კლასიკური ნაშრომები და მათი თარგმანები. დანართის ყოველ ნომერს, მოჰყვება მოწვეული მხატვრის სპეციალურად ნომრისთვის შექმნილი ნამუშევარი ან ნამუშევარის ბეჭდური ვერსია. გამოცემა ორენოვანია.
კონტაქტი: info@danarti.ge
ლაბორატორია (Stamba D Block-ის სტუმარი ორგანიზაცია) ექპერიმენტული სივრცეა, რომელშიც ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსები მიმართულია ხმოვანი ინსტალაციების და ხმოვანი ხელოვნების განვითარებაზე, არასტანდარტული ბგერითი ხელსაწყოების შემუშავებზე, ახალი ხმების გენერირებაზე, რარიტეტული და უნიკალური ჩანაწერების შეგროვებასა და რეპროდუქციაზე.
კონტაქტი: vazhmarr@gmail.com
???
სინთეზური პროექტის მიზანია ბუნებრივი რესურსების სახელოვნები კონტექსტში ინტეგრაცია. ექსპერიმენტული სამუშაოები განხორციელდება დარგის პროეფიონალებთან თანამშრომლობის ფარგლებში და გულისმხობს, იშვიათი ჯიშის სამკურნალო მცენარეების კულტივაციას.
პროექტის ავტორი: გიო სუმბაძე
კონტაქტი: agabelaia@propaganda.network