ლეილა ჰეკმატი – Tbilisi Residencies/Stamba

პროპაგანდას მიერ დაარსებულ პროგრამაში Tbilisi Residencies/Stamba, ბერლინში დაფუძნებული ინდერდისციპლინარული პრაქტიკოსი ლეილა ჰეკმატი მიიღებს მონაწილეობას.
ჰეკმატი კამერულ ექსპერიმენტულ პერფორმანსებზე მუშაობს, რის განვითარებაშიც ის თავად გვევლინება როგორც დრამატურგი, რეჟისორი და სკულპტურული კოსტუმების დიზაინერი. ესთეტიზაციით, პაროდიითა და გულღია პორტრეტებით გაჟღენთილი ნაწარმოებები ხშირად იმედგაცურებით, სიკვდილით და მწარე გამოღვიძებებით მთავრდება. კოსტიუმებისა და შეუსაბამო პერსონაჟების ორგიას საკუთარივე დაუცველობა და ლიმიტების მახეში აბამს- თვითსიძულვილის პარალიზებულ მდგოარეობაში.
ლეილა ჰეკმატი ლოს-ანჟელესში დაიბადა. მან პარსონსის დიზაინის სკოლაში, ნიუ-იორკში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფოტოგრაფიის დარგში. 2010 წლიდან, სამაგისტრო პროგრამის ამავე დისციპლინაში, ბარდის კოლეჯში დაასრულების შემდეგ ის უკვე აქტიურად იფინება საერთაშორისო მასშტაბით: კრაკოვის, ბერლინის, ლონდონისა თუ გლასგოს სცენებზე.
ამჟამად ჰეკმატის შემოქმედებითი სახლი ბერლინში არსებული ცნობილი გალერეა იზაბელა ბორტოლოცია, სწორედ აქ შეიძლება მის საკვანძო ნამუშევრებთან გაცნობაც. ლეილა ჰეკმატი თბილისს 8 აპრილს, ორი თვით ეწვევა.

 

Date 29 აპრ, 2019

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *