Date 28 Jan, 2019
Project Type Project-based

Tbilisi Residencies/Stamba, პროპაგანდას ახალი პროექტი ფრანგულ სახელოვნებო ალიანს მასპინძლობს

პროექტი Per Aspera Ad Astra („ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ“) გლობალური დათბობასა და გარემოს კრიტიკულ მდგომარეობას ეძღვნება. გლობალური მასშტაბით გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კვლევის შემდეგ, ფრანგი არტისტები პასკალ მარკიი და ფრანსუა ანდე სტამბის სახელოვნებო სივრცეში, stamba4-ში, ექსპერიმენტული საბეჭდი მედიუმების დახმარებით ქრობად ილუსტრაციებს ქმნიან. არტისტები მულტიმედია ჯგუფის Groupe A - Coopérative culturelle -ის წევრები არიან. იქნება ეს ინსტალაცია, ქანდაკება, გრაფიკა, ვიდეო-არტი, პერფორმანსი თუ ფილმი, ანდესა და მარკიის ნამუშევრებს (იხ. ქვემოთ) ყოველთვის დაჰყვება ეკოლოგიური კატასტროფის მომასწავებელი შეტყობინება. Per Aspera Ad Astra -ს მთავარი სტრუქტურული ელემენტი დინამიური გრაფიკული ილუსტრაციებია, ეს ერთგვარი პროცეს-არტია რომლის პრეზენტაციაც აპრილში, ლილ-ში შედგება.
პროექტი სარეზიდენციო პროგრამის, “AAA”-ს ფარგლებში შედგა, რომლის პარტნიორებიც პროპაგანდასთან ერთად არიან: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ტიპოგრაფიისა და წიგნის ხელოვნების ატელია საფრანგეთის ეროვნულ სტამბაში; Gutenberg Networks; კომპანია Mulliez Richebe PLV, Leroy Merlin Madeleine-ის ტექნიკური ატელიე და Idplast.

„ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ“

ფრანსუა ანდე

პასკალ მარკიი