ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა

ჩვენი ქალაქი ყოველდღიურად საკუთარ თავში ბადებს ახალ ეკოლოგიურ თუ ვიზუალურ კატასტროფას, რომელიც ნელ-ნელა ილექება ჩვენს ფილტვებსა და მეხსიერებაში და საბოლოოდ, მისი განუყოფელი ნაწილი ხდება.

სწორედ ქალაქი აირეკლავს ყველაზე მკაფიოდ მასში მიმდინარე პროცესებს: მისი ვიზუალური მხარე, მეტყველებს სოციალურ ნიშნებზე, რომელთა წაკითხვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ამას მოინდომებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი, უკონტროლო მშენებლობების, ხეების სისტემური ჭრის, გამონაბოლქვზე სუსტი რეგულაციის და სარეკრეაციო ზონების დეფიციტის შედეგად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

პროექტის ფარგლებში თბილისის 4 განსხვავებულ ადგილზე განთავსდება სენსორები (ბარათაშვილის ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ბოტანიკური ბაღი, აღმაშენებლის გამზირი), რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავენ ჰაერის დაბინძურების ხარისხს. პარალელურად, თბილისის ბოტანიკური ბაღის ორანჟერიის ერთ-ერთ დარბაზში, 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ კაპანაძის ინსტალაცია, რომელიც ამ მოცემულობის ვიზუალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

პროექტში გამოყენებულია სენსორები, რომლებიც არდუინოს, ანუ მიკროკონტროლერის, ბაზაზეა აწყობილი: მოიცავს ჰაერის ხარისხის საზომ ჩიპსა და GSM გადამცემს.

სენსორები ჰაერიდან მიღებულ მონაცემებს რეალურ დროში სერვერზე აგზავნიან. ამ მონაცემებზე პირდაპირი წვდომა აქვს ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში განთავსებულ ინსტალაციას, რომელიც ტრანსფორმირდება მონაცემების ცვალებადობის მიხედვით.

ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია როგორც მიმდინარე, ასევე შეგროვებული მონაცემების ნახვა.
ვებგვერდის ნახვის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მსურველს 30 მარტიდან.

იდეის ავტორი: ნიკოლოზ კაპანაძე
კურატორი: ნინა პატარიძე

პროექტი განხორციელებულია ორგანიზაცია Propaganda.network-ის სახელოსნოს ღია კონკურსის ფარგლებში. მისი მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდა 9 მთა და მისი მეგობარი ბრენდები.
ზუსტი ლოკაცია: თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორანჟერეა

Date 18 ივლ, 2018
Close

Cart

No products in the cart.